“მადლობა შენ, ღმერთო, რომ მოსკალი არ ვარ”

საფეხბურთო ჩემპიონატებში, ბელარუსის გარდა, ყველგან შესვენებაა გამოცხადებული და ფეხბურთელებს თავისუფალი დრო გაუჩნდათ

ლვოვის “კარპატის” სენეგალელმა თავდამსხმელმა მატარ დიემ პოპულარულ დანართ Gradient Ethnicity Estimate-ზე  სახის ანალიზის საშუალებით თავისი ეთნიკური კუთვნილების დადგენა მოისურვა.
 
დანართის მიერ ჩატარებული სახის ანალიზის შედეგად “დადგინდა”, დიე 61% უკრაინელი, 35% – აფრიკელი, 3% – ნორვეგიელი და 1% შვედია.
 

დიემ მიღებული პასუხის სქრინშოტი ინსტაგრამზე დადო და უკრაინულ ენაზე მიაწერა: “მადლობა შენ, ღმერთო, რომ მე მოსკალი არ ვარ”

მატარ დიე 1998 წელს დაიბადა სენეგალში. 15 წლის ასაკიდან იტალიაშია. თამაშობდა სერია B-ში, შემდეგ მალტაში, სემდეგ ისევ იტალიაში და 2019 წელს დოკუმენტეთან დაკავშირებული პრობლემების გამო იტალიის დატოვება მოუხდა. 2019 წლიდან დონეცკის “ოლიმპიკის” ფეხბურთელია. ამჟამად არენდით ჰყავს აყვანილი ლვოვის “კარპატს”. დიეს მამა ბუღალტერია, იტალიაში ცხოვრობს, დედა – დიასახლისია, ცხოვრობს სენეგალში, ძმა კი იტალიაშია, სერია  B-ში თამაშობს. ჰყავს კიდევ 2 არასრულწლოვანი ძმა, რომლებიც დედასთან ერთად ცხოვრობენ სენეგალში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად