Made in Georgia – პირველი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა ექსკლუზიურად “კარფურში”

როგორ შევამციროთ ცელოფნის პარკების მოხმარება და გარემოს დაბინძურება და ამავდროულად, როგორ შევუქმნათ ამით მაქსიმალური კომფორტი ერთგულ მომხმარებლებს? იმისათვის რომ შემცირდეს ცელოფნის პარკების მოხმარება და შესაბამისად გარემოს დაბინძურება, 2019 წლის 10 აპრილიდან, კარფურის მაღაზიათა ქსელში ცელოფნის პარკები ფასიანი გახდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ პარკში აუცილებლად უნდა გადაიხადოთ 5 ან 10 თეთრი.

“კარფურის” მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ ნებისმიერი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთით მიბრძანდეთ (არ არის აუცილებელი ჩანთა იყოს კარფურის) და გარდა იმისა ,რომ აღარ მოგიწევთ თანხის გადახდა პარკში, კარფური თითო მრავალჯერადი გამოყენების ჩანთაზე 10 თეთრიან ფასდაკლებას გაგიკეთებთ თქვენს სრულ შენაძენზე.

სიურპრიზები კარფურში ამით არ დასრულებულა…

“კარფური”, 30 მარტს “დედამიწის საათის” ფარგლებში დაწყებულ კამპანიას აგრძელებს და მომხმარებელს ცელოფნის პარკების ნაცვლად, ამჯერად, მრავალჯერად პარკებთან ერთად, მრავალჯერად ჩანთებს სთავაზობს.

გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ხშირად და თითქმის უმეტეს შემთხვევაში, დაუგეგმავად შევდივართ ჩვენს საყვარელ სუპერმარკეტში, და მრავალჯერადი ჩანთებიც თან არ გვაქვს, კარფურმა გადაწყვიტა ჩვენთვის კიდევ ერთი სიახლე შემოეთავაზებინა – ახალი მრავალჯერადი გამოყენების ჩანთა, სულ რაღაც 50 თეთრად.

სპეციალურად დაგეგმილ პრეზენტაციაზე, მომხმარებელს ჩანთები უფასოდ გადაეცათ ტკბილეულთან ერთად.

აქვე გეტყვით, რომ ეს ჩანთა მრავალჯერადი გამოყენებისაა მრავალჯერადი მნიშვნელობით, რადგან მას დაზიანების შემთხვევაში, უფასოდ ცვლიან.

კიდევ ერთი სიახლე, რაც კარფურში დაგხვდებათ, ქაღალდის პარკებია, ცელოფნის ნაცვლად მომხმარებელს შეუძლია ქაღალდში ჩააწყოს პროდუქცია და ისე მიიტანოს ასაწონად.

მნიშვნელოვანია, რომ მრავალჯერად ჩანთას ექსკლიუზიურად კარფურისთვის აწარმოებს ქართული კომპანია „გრინპაკი“. პროდუქციის მისგან შესყიდვით, სუპერმარკეტი ქართული ბიზნესის განვიტარებასაც უწყოვს ხელს.

შპს „გრინპაკი“ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 2015 წელს დაფუძნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში გაზრდილი იყო პლასტიკის პარკების მოხმარება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას უქმნიდა გარემოს, კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს ეწარმოებინათ ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც იქნებოდა პლასტიკატის საუკეთესო ალტერნატივა და გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირდებოდა.

კომპანიის მიზანია, სოციალური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გათვალისწინებით, მომხმარებლებს შესთავაზოს ქართული, ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელი მომავლის განვითარებას.

შეგახსენეთ, რომ „კარფურმა“ გარემოს დაცვითი კომპანია აპრილიდან დაიწყო და ამ დროისთვის, ცელოფნის პარკების მოხმარება 53% უკვე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად