მაჩალიკაშვილი: ვიცოდი, პროკურატურა თემირლანის საქმეზე გამოძიებას რომ შეწყვეტდა-ყველაფერი აბსურდია!

“იყო როდესმე დაწყებული გამოძიება? არა! გამოძიება არ ყოფილა დაწყებული”-ასე აფასებს პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი “ტვ პირველთან” საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე.

“ამ ორი წლის განმავლობაში მთელი სახელმწიფოს მხრიდან, აღებული უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, ყოველთვის იყო მცდელობები რომ რამენაირად დაედანაშაულებინათ თემირლან მაჩალიკაშვილი. როგორც ასეთი, ეს არ გამოდიოდათ.

ყველაფერს აკეთებდნენ რომ საზოგადოებას ამ ხნის განმავლობაში დაენახა რომ ის იყო დამნაშავე, ისინი სწორად მოიქცნენ და გამართლებული იყო მათი ნამოქმედარი.

მე ახლა სანამ საუბარს დავიწყებდი, ასეთი შეკითხვა მექნებოდა. იყო როდისმე დაწყებული გამოძიება? არა! გამოძიება არ ყოფილა დაწყებული. ამ საქმეს არ სჭირდებოდა გამოძიება. აქ იყო ასეთი ორი წინადადება, რომლის წინაშეც ვიდექით მე და ცალკე სახელმწიფო. მათ უნდა გაემართლებინათ თავისი დანაშაული. მე უნდა მებრძოლა იმისთვის რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და ისინი იტყუებიან. ძალიან მწარედ, შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში.

მე ამას ველოდი. ველოდი კი არა, ვიცოდი! დღეს შეწყვიტეს გამოძიეა ახალი რა ითქვა? ახალი?! ეს ყველაფერი აბსურდია!”,-ამბობს მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, როგორც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი “გამოძიება შეწყდა – პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად