მაჩალიკაშვილი: უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, პარლამენტიში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან!

ამის შესახებ “ტვ პირველთან” პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან აჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან აჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. მისი თქმით, ხელისუფლებას კომისიის შექმნის ეშინია.

“ყველაზე მთავარი რაც არის, უნდა შევიტანოთ და ვაიძულოთ დღევანდელი ხელისუფლება დაგვიჭირონ მხარი შეიქმნას პარლამენტიში დროებითი საგამოძიებო კომისია თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან ეშინია, ყველანაირად ეცდებიან ჩააგდონ. მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება პარალელურად”,-ამბობს მაჩალიკაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად