მაჩალიკაშვილი შალვა თადუმაძის მოსასმენად დარბაზში არ შევიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მეხუთე სართული, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, დატოვა.

მაჩალიკაშვილს შესთავაზეს, რომ სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, დასწრებოდა არა უშუალოდ კომიტეტის დარბაზში, არამედ აივნიდან (ზედა სართულიდან) , თუმცა მაჩალიკაშვილმა უარი განაცხადა.

მისი თქმით, მას სურდა თვალებში ჩაეხედა თადუმაძესთვის და მოესმინა მისგან პასუხები, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

ამ წუთებში მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად