მაჩალიკაშვილი სარალიძეზე: 6 თვე ერთად ვიბრძოდით, მას შემდეგ მისი მხარდაჭერა არ მქონია

“არანაირი წყენინება ჩემსა და ზაზას შორის არ ყოფილა, მაგრამ აქ რა მოხდა, რა ხდება, ის ალბათ, თვითონ ზაზამ იცის”ამის შესახებ, სუს-ის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “პრაიმტაიმთან” განაცხადა.

“მიხარია, რომ ზაზა კმაყოფილია. მან მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. უკვე 10 თვეა, ჩემი საქმისთვის მარტო ვიბრძვი, ზაზას გარეშე. ყველაფერს მივხვდი, როდესაც ზაზა პატრიარქთან მეორედ დაიბარეს – დღევანდელი შედეგი დაიდებოდა… ექვსი თვის განმავლობაში ერთად ვიბრძოდით. მას შემდეგ მე ზაზა სარალიძის მხარდაჭერა არ მქონია. მე ზაზათი უკმაყოფილო არ ვარ”,-განაცხადა მაჩალიკაშვილმა “პრაიმტაიმთან”.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 16 წლის დავით სარალიძის მკველობისთვის გ. ჯ.-ს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...