მაჩალიკაშვილი: სანამ მოსკოვის მიერ შექმნილი “ოცნება” იარსებებს, ქვეყანაში სამართალი არ იქნება

ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

“პირდაპირ პირობა დადეს ამ უსირცხვილოებმა, ამ უნამუსოებმა, ამ გარეწრებმა, ამ გახრწნილებმა, რომ ორი თვის განმავლობაში დადებდნენ შემაჯამებელს და დღეს რა რიცხვია? დღეს 9 არის. არანაირი გამოძიება ამ ქვეყანაში არ იქნება. არანაირი სამართალი ამ ქვეყანაში არ იქნება მანამ, სანამ იარსებებს მოსკოვის მიერ შექმნილი საქართველოში „ქართული ოცნება“. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, მე გაუნათლებელი ადამიანი თუ ეს დავინახე ნათლად, მართლა ეს არის მოსკოვის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“.,-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...