მაჩალიკაშვილი: რუსთაველზე მაშინ დავდგამ კარავს, როცა საჭიროდ ჩავთვლი, ივანიშვილიც ვერ შემიშლის ხელს

“ჩემი კარვები, რომლებიც იდგა აქ 10 თვის განმავლობაში, ამ ხელისუფლებას მართლა ყელში ჰქონდა გაჩხერილი.”,-ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “პალიტრანიუსთან“ განაცხადა

“ხელისუფლებას ჩემი კარვების დაშლაც უნდოდა და სურდა, ერთი გასროლით მოეკლა ორი კურდღელი, მაგრამ რა გამოვიდა? – თავისივე კურდღელი გასრისეს.

იმ კარვებს, როგორც კი მე ჩავთვლი საჭიროდ, ისევ დავდგამ, ის კარვები აქ იქნება, სანამ ჩემს ყველა შეკითხვას არ გაეცემა პასუხი. ამაში ვერავინ შემიშლის ხელს, თვით ივანიშვილიც კი. თუ შემიშლის და ვაჟკაცია – შემიშალოს, ვნახოთ რას მიიღებს!” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...