მაჩალიკაშვილი: პანკისელი ქისტები აქციების გამართვას აპირებენ და საზღვარგარეთიდანაც შემოუერთდებიან

პანკისის ხეობაში, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს, რომ თუ თემირლანის საქმეზე გამოძიება დროულად და ობიექტურად არ ჩატარდება, პანკისში მაცხოვრებელი ქისტები აქციების გამართვას დაიწყებენ.

"პანკისის ხეობაში მაცხოვრებელი ქისტები აქციების გამართვას აპირებენ. ნამდვილი აქციების, ისეთის, რომ ბევრს, საზღვრების გარეთაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს. ამას ორგანიზება უნდა. ზუსტ თარიღს არ ვიტყვი, როდის ჩატარდება აქციები. გამოძიება კი არ უნდა დამთავრდეს, უნდა გასამართლდეს ის ხალხი, ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...