მაჩალიკაშვილი: “ოცნება” ძალაუფლებაში დარჩენისთვის ამ პატიოსანი ბიჭების – პოლიციის და სპეცრაზმის ძალას იყენებს

“ოცნება” ძალაუფლებაში დარჩენისთვის ამ პატიოსანი ბიჭების – პოლიციის და სპეცრაზმის ძალას იყენებს, – ამის შესახებ 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

“ამ პატიოსანი ბიჭების – პოლიციისა და სპეცრაზმის ძალას იყენებს ეს ხელისუფლება იმისათვის, რომ ძალაუფლებაში დარჩეს. მეტი რესურსი ამ ხელისუფლებას არ აქვს. რაც შეეხება პროკურატურას, რომ მას მას ბოქლომი დავადოთ, ამაში გასაკვირი რა არის?! აქ რაც არის დასადები მე ვიცი, მაგრამ ღმერთო მიშველე საქართველოს სიყვარულით… 2 წელია ვიბრძვი… გენპროკურორი ხარ თუ ვინ ჩემი ფეხები ხარ, ერთი ბოდიში მაინც მოიხადე. თემირლანის ოჯახის წამოწყებულმა ტერაქტმა წამოიწყო ეს ყველაფერი”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად