მაჩალიკაშვილი: მოვითხოვ, ან მე ან ჩემი მეუღლე შეგვახვედრეთ ბიძინა ივანიშვილს

ამის შესახებ, პანკისის ხეობაში, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლამ მაჩალიკაშვილია მამა, ვახა ტერლოევი (მალხაზ მაჩალიკაშვილი) წერს.

“ვეცდები ჩემი გვერდიდან გამოგეხმაუროთ და მოკლედ აგიხსნათ იმ ადამიანებს, ვინც ლაფს მასხავთ რაღაც გროშების გამო, თქვენივე ღირსების შელახვით და თქვენივე თავზე ლაფის დასხმით.

მე თქვენი მოსამართლედ არ გამოვდგები, თქვენ ყოვლის შემძლე გაგასამართლებთ, თქვენს მოდგმასთან ერთად რაც თქვენს სიბინძურეს და კლავიატურობას არა სწორი ინფორმაციების გაშუქებას… ამაზე ერთ დღეს პასუხს აგებთ.

ამ წელიწად ნახევრის განმავლობაში არაფრის გამო ჯოჯოხეთად მაქციეთ ყოფა და ცხოვრება. ერთი ადამიანი არ გამოჩნდით გეღიარებინათ დანაშაული და იძულებულს მხდით ივანიშვილიდან დაწყებული მთელი მაღალი რანგი ამ ხელისუფლებაში ვლანძღო კუთხეში მიმწყდეულმა. არაბიც, სპარსის და შაჰიც პუტინიც მე ვყოფილვარ, ყველა ზიანია საქართველოსთვის მომტანი. მთელი ისტორის განმავლობაში რას ვითხოვ? ჩაიდინეთ დანაშაული? აღიარეთ. არავის გავლანძავ და არავის დავემუქრები ტროლებო. საბოლოოდ ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც გაქვთ სახელმწიფოს დონის დანაშაული ის ვერ მოგინელებიათ და ბოლომდის ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება გადაწყვიტეთ, რომ არ გაირკვას სიმართლე და გამაჩუმოთ. ბოლო დარტყმა მომაყენეთ ხუსეინ მაჩალიკაშვილის პოლიტიკურად ციხეში გამოკეტვით ეს მეორე შვილია ჩემი და რაც შეხება ჩემი ყოველი ფეხის ნაბიჯის კონტროლი, სად ვის ხვდები, რას ვსაუბრობ ეს თქვენთვის მიუწდომელია. ტყუილად ირჯებით ამ არა ადამიანური ნასეტკური მეთოდებით და სადმე თუ რესტორანში კაფეში თუნდაც ქუჩაში, სანდრა რულოვსთან ან სხვა პირებთან მხედავთ და მორბიხართ ქანც გაწყვეტილები მოსასმენად, ნუ წუხდებით, თავებს ნუ იკლავთ, მე ისედაც გეტყვით თქვენ თუ გაინტერესებთ, ყოველი ჩემი შეხვედრა არის დაკავშირებული სტრასბურგის ან ამერიკის საელჩოებთან, თემირლანის საქმესთან კონსულტაციების გავლა ევროპა და სხვა სასამართლოებში გატანა თქვენს მიერ განადგურებული ჩემი ოჯახისთვის დახმარების სამედიცინო ხაზით რჩევები. თქვენ მარტო სიბინძურის წერა გაინტერესებთ ამ ბოროტ ივანიშვილის სისტემისგან მეტი ბინძური გროშები მიღოთ ეს თქვენი გახრწნილი პროფესია არის.
მე ბევრი საკეთებელი მაქვს, მე არავისგან მითითებს არ ვიღებ და არავის ვემსახურები ალლაჰის გარდა. შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს თქვე ღორის ნაშიერებო. მე სამართლის აღსადგენად სახელმწიფოს ვებრძვი, თქვენთვის დრო არ მრჩება და თუ ვიმუქრები, ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა. მე ადამიანი ვარ თქვენგან განსხვავებით და გაყიდული უღირსი მონა…
საბოლოოდ მოვითხოვ. ან მე ან ჩემი მეუღლე შეგვახვედრეთ ბიძინა ივანიშვილს რომ ყველაფერს ფარდა ავხადოთ. ეს თხოვნა ჟურნალისტების გასაგებად პირველრიგში იმედის მედისთვის, ვახა მაჩალიკაშვილი” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად