მაჩალიკაშვილი: მომიწევს ვებრძოლო ნაძირალა გახარიას

“ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე, არც ჩემს ორ ძმას არც მორისს. მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკლეს შვილი. მე ეს არ ვიცოდი, თურმე მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, თუ ბიძაშენმა კარავი გაშალა, ჩვენ დაგიჭერთო.

ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჭვარ ნაძირალა გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება და ვინ გაიმარჯვებს”.

ამის შესახებ  სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ესწრებოდა, მისი ძმისშვილისთვის, მორის მაჩალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ხმაურით გააპროტესტა.

​მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე კი,  გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეუძლოდ გახდა და  დახმარება მანდატურის სამსახურმა აღმოუჩინა.

ცნობისათვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად