მაჩალიკაშვილი: მარიამ კუბლაშვილი ადვოკატია, ქალს ნუ ლანძღავთ, საკმარისია!

მალხაზ მაჩალიკაშვილი ილია ჯიშკარიანის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის მიმართ დაწყებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება კომენტარებში კუბლაშვილის წინამღდეგ მწვავე კრიტიკას მაჩალიკაშვილის საქმეზე, ამას მე და მარიამი გავარკვევთ. პირველ რიგში, თუ ვინმე არის წინაამდეგი ქალზე ძალადობის, ეს მე ვიქნები და მეორე, არც მას მივესალმები, თუ უდანაშაულოდ მამაკაცის ღირსებას ეხებიან და რაც შეხება მარიამ კუბლაშვილს, ის ადვოკატია!

რაც შეხება ჩემს საქმეს, მარიამმა ბევრი გაკეთა და აკეთებს, მარიამის დედა და მე ბიძაშვილები ვართ, ადვოკატის საქმე კლიენტის დაცვაა, ყველა, ნებისმიერი ადვოკატიც ასე მოიქცევოდა ის თავისი კლიენტში დარწმუნებულია, ასე თუ ისე, გაირკვევა ეგ ამბავი, მაგრამ მე ერთი თხოვნა მაქვს, ვინც მე მცემთ პატივს, მაგ გოგოს ნუ გალანძღავთ, საკმარისია უკვე!“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად