მაჩალიკაშვილი: კომისიას არ ქმნიან, რადგან მათი ბინძური ჭორები გამოაშკარავდება, მაგრამ მის შექმნას ვაიძულებთ

შეცდომა დაუშვეს და მის გადასაფარად ხელისუფლება გამოვიდა შეცდომა, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დღეს სახელმწიფოს თემირლანთან დაკავშირებით არანაირი ისეთი ინფორმაცია არ აქვს. ამათ პირველად დაუშვეს შეცდომა და ამ შეცდომის გადაფარვის მიზნით შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს და მთლიანობაში ხელისუფლება გამოვიდა შეცდომა. არანაირი ისეთი ინფორმაცია არ აქვთ.

თუ შეიქმნება კომისია იქ ცოტა რაღაცა გამჟღავნდება და ამას მოყვება ამათ ბინძური ჭორების და ტყუილების გამოაშკარავება. ზუსტად ამის ეშინიათ და ამის გამო არ ქმნიან ამ კომისიას. დღეს საქართველოში 100 000-ბით ხელმოწერას შევაგროვებთ და უნდათ თუ არა, ვაიძულებთ, რომ ეს კომისია შექმნან და ყველა მიხვდება რაშია საქმე”, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად