მაჩალიკაშვილი: კმარა ჩემი დაცინვა და აბუჩად აგდება !

"კმარა ჩემი აბუჩად აგდება, ჩემი დაცინვა , ამ ყველაფერს აკეთბდნენ და დღესაც აკეთბენ, რომ გამაჩერონ, დამაშინონ",- ამის შესახებ პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

" მივესალმებით მთელ საქართველოს. როგორც ასეთი ჩვენ, ყველამ ნათლად დავინახეთ რა ხდება დღეს საქართველოში, ხდება ამ დანაშაულებების გადაფარვა, ყველა სიბინძურეს ჩადიან, რომ თავიანთი ტყავი გადაარჩინონ.  ასეთი ადამიანების თანამდებობაზე ყოფნა,ხელისუფლებაში არ ხდება,  იმიტომ რომ ეს გამორიცხულია.

ყვალანაირ დანაშაულს  თვითონ ჩადიან. რაც შეეხება იმას ,რაც ხეობაში ჩაიდინეს მათ, ეს ტერაქტი დღეს უკვე ნახევარმა კი არა, მთელმა მსოფლიომ გაიგო, ყველა მიხვდა რა დღეში ჩამადგეს და რა დღეში ჩააგდეს მთელი ხეობა, მთელი საქართველო. აქედან გამომდინარე კმარა ჩემი აბუჩად აგდება, ჩემი დაცინვა ,ამ ყველაფერს აკეთბდნენ და დღესაც აკეთბენ, რომ გამაჩერონ დამაშინონ  და რამენაირად ჩაფარცხონ ეს საქმე. 

ეს არ მოხდება ჩვენ როგროც ასეთი მთლ საქართველოს მოვუწოდებთ დაგვიდგნენ გვერდში, მე და ზაზას დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს, გადავარჩინოთ მომავალი",-განაცხადა მაჩალიკაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად