მაჩალიკაშვილი: ჩემი ძმიშვილის დაკავება შურისძიებაა… რა სისხლიანი დანაშალიც აქვთ ჩადენილი, ჯერ იმაზე მიპასუხონ

მორის მაჩალიკაშვილის დაკავება არის ხელისუფლების შურისძიება იმის გამო, რომ მან კარავი დადგა პარლამენტთან – ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამ საქმესთან დაკავშირებით იყო მორის მაჩალიკაშვილი გასამართლებული, გამოშვებული და ჰქონდა შენიშვნა მიცემული. შემდგომში, როგორც კი დაიდგა ეს კარავი, მეორე დღეს, იქნა მაჩალიკაშვილი აყვანილი. მე ამას ვუკავშირებ პირდაპირ შურისძიებას. მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ ჩაიდენენ ამ შეცდომას. ჯერ იქ გამცენ პასუხი, რაც აქვთ ჩადენილი, რა სისხლიანი დანაშაულიც აქვთ ჩადენილი, იქ გამცენ პასუხი,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მორის მაჩალიკაშვილის დაკავებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, პოლიციელებზე თავდასხმასა და ორგანიზებულად, შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრას ედავება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად