m2-მა ბათუმში პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა

ქალაქ ბათუმში, ლუკა ასათიანის #13-ში, დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონებამ“ გაყიდვების პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა. ბათუმის ოფისის გახსნა არსებული და პოტენციური კლიენტების მეტი კომფორტისა და მათთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით გადაწყდა.

ამჟამად ბათუმსა და თბილისში m2-ის გაყიდვების ოთხი ოფისი მოქმედებს. თანამედროვე სტანდარტების სივრცეებში ნებისმიერი მსურველი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მახასიათებლების, სერვისისა და სხვა დეტალების შესახებ. აქვე შეძლებენ, გაიარონ კონსულტაცია გაყიდვების მენეჯერთან, გააფორმონ ხელშეკრულება და მიიღონ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია ან შეთავაზებები. გაყიდვების ოფისები იმუშავებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 10:00-დან 16:00 საათამდე.

გაყიდვების ოფისებში შესაძლებელია m2 Rent-ის სერვისის მიღებაც. აღნიშნული სერვისი სპეციალურად m2-ის მობინადრეებისთვის მოქმედებს და მათ მფლობელობაში არსებული ბინების გაქირავებას, გაყიდვასა და ბინების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

„m2 მუდმივად ვითარდება, ამჟამად ჩვენს კომპლექსებში უკვე 3500-ზე მეტი მობინადრე ცხოვრობს, მოხარულები ვართ, რომ წლიდან წლამდე მატულობს მომხმარებელთა რაოდენობაც, რომლებთანაც აუცილებელად დროული და მოქნილი კომუნიკაციაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით დავამატეთ ბათუმში გაყიდვების ახალი ოფისი. ამიერიდან, რეგიონში მცხოვრები ჩვენი პოტენციური კლიენტები იოლად მიიღებენ სასურველ მომსახურებას. რა თქმა უნდა, m2 ამაზე გაჩერებას არ აპირებს და, სამომავლოდ, მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, გაყიდვების სისტემის გამარტივებას გეგმავს, რაც ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას გულისხმობს“, – ამბობს „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, შორენა დარჩიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...