m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m² თბილისის მერიის ინიციატივას შეუერთდა და 1000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. აქცია პანდემიის პირობებში თბილისის სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და m2 ჯგუფის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად გაეცნო.

m² ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე დღიდან დგას სახელმწიფოს გვერდით და არაერთი აქტივობაც განახორციელა. მათ შორის 100 000 ლარი COVID19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურ ფონდში გადარიცხა.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ასეთ რთულ დროს, ბიზნესი აუცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფოსა და ხალხის გვერდით და, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური გააკეთოს. ამიტომ მსგავს შემოთავაზებებს ყოველთვის ენთუზიაზმით ვუერთდებით, მით უმეტეს, როდესაც საქმე სოციალურად დაუცველთა დახმარებას ეხება. დღეს, მერიის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 1000 ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით და გვიხარია, თუ მათი ყოფა ოდნავ მაინც შევამსუბუქეთ. m² ყოველთვის დგას ქვეყნისა და ხალხის სამსახურში, რასაც საჭიროებიდან გამომდინარე, მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა „m² ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად