“m2 დეველოპმენტმა” ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა

17 თებერვალს „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე.

ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად მახასიათებლებს და შეძენის დეტალებს. აქვე იქნება შესაძლებელი კონსულტაციის გავლა გაყიდვების მენეჯერთან, ხელშეკრულების გაფორმება და სხვა.

გაყიდვების ოფისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 10-დან 19 საათამდე, ხოლო შაბათს 10-დან 16 საათამდე იმუშავებს.

„ჩვენ საქმეს დიდი მონდომებით ვუდგებით, ყოველთვის ვზრუნავთ მომხმარებელზე და ბევრს ვაკეთებთ მათი კომფორტისთვის. ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ახალი მასშტაბური მშენებლობების პირობებში, დროული და მოქნილი კომუნიკაციის აუცილებლობა დადგა. სწორედ ამ მიზნით დავამატეთ გაყიდვების ახალი ოფისი. „m2 დეველოპმენტის“ მთავარი ღირებულებები შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მომხმარებელთა კომფორტი და მომსახურების მოქნილი სისტემაა, რაც ახალ ოფისშიც დავნერგეთ“, – ამბობს „m2 დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად