m² განსხვავებული ცხოვრების სტილის მოყვარულთათვის წავკისში საკუთარი სახლების მშენებლობას იწყებს

“m² უძრავი ქონება” წავკისში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას იწყებს და განსხვავებული ცხოვრების სტილის მოყვარულ მომხმარებლებს ქალაქთან ახლოს კერძო სახლების პროექტს სთავაზობს.

კომპანია m² დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. ახალი საცხოვრებელი უბანი უნიკალურია თავისი კონცეფციითა და მდებარეობით, სადაც თქვენ თავისუფლების მოედნიდან მანქანით, სულ რაღაც, 10 წუთში მოხვდებით. მობინადრეებს სახლები დასრულებული სახით – რემონტით, სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით ჩაბარდებათ. ახალი უბნის მშენებლობაში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე და განსხვავებული მიდგომები: მნიშვნელოვანია როგორც ერთიან სტილში შემუშავებული თანამედროვე არქიტექტურა, ისე უბნის საერთო მოხმარების სივრცეც, რომელსაც ექნება საცურაო აუზი, ბარი, საბავშვო და გასართობი ზონები.

ამ ეტაპზე წავკისის საცხოვრებელ უბანში 40 სახლი იყიდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთ თვეში დამატებით 42 ნაკვეთის გაყიდვა იგეგმება, სადაც შედარებით მცირე სახლების აშენებაა გათვალისწინებული. კერძო სახლების ჩაბარება 2021 წლის ზაფხულში იწყება, უბნის მშენებლობა კი 2021 წლის ბოლოს სრულდება.

პროექტი m2 წავკისის 82-ვე კერძოს სახლს საკუთარი შემოსაზღვრული ეზო ექნება. თითოეული მიწის ნაკვეთის ფართი 328 კვ.მ-დან 502 კვ.მ-მდეა, ხოლო მასზე განთავსებული სახლის საერთო ფართი 220კვ.მ-დან 380 კვ.მ-მდე მერყეობს.

ყოველ სახლს ექნება დამოუკიდებელი შესასვლელი, ავტოსადგომი, ტექნიკური ოთახი და სათავსო, რომლებიც საერთო არქიტექტურული კონცეფციის ნაწილია. ასევე,ზოგიერთ სახლში, I სართულის დონეზე, განთავსდება სივრცე თქვენი ჰობისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...