ლვოვში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, დაღუპულია 4 ადამიანი

ლვოვთან ახლოს, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. როგორც ტელეარხი “112 უკრაინა” იუწყება, ამის შესახებ ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა იგორ ზინკევიჩმა განაცხადა.

სატვირთო თვითმფრინავმა AN-12-მა გაურკვეველი მიზეზების გამო, ეკიპაჟთან კავშირი დაკარგა და ავარიულად დაეშვა.

თვითმფრინავი “Арена Львов”– ის სტადიონთან ახლოს იპოვეს. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლიას თქმით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნეს, რომ სატვირთო თვითმფრინავი ვიგოდან (ესპანეთი) სტამბოლის მიმართულებით (თურქეთი) მიფრინავდა. თუმცა ეკიპაჟის წევრებთან კავშირი 06:45 საათზე შეწყდა. მომხდარის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად