ლურსმანაშვილი  კაციტაძეს: როდესაც თქვენს ბარიერზე საურობთ, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის “ნაცმოძრაობის“ ინტერესი

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც არანაკლებ 200 000 ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

“ბატონო მამუკა, თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტში, ძირითადად რაც გამოკვეთილი გაქვთ, ეს არის ბლოკების საკითხი. უმრავლესობამ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, სადაც ნულოვანი ბარიერი გვაქვს წარმოდგენილი. ცხადია, ნულოვანი ბარიერი ემსახურება სწორედაც, პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას და ეს არის შესაძლებლობა მათი პარტიული მიმართულებით განვითარების, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ბარიერზე საუბრობთ, ვის ინტერესებშიც შედის, ეს ხომ კარგად ვიცით. ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის – „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი, რომ მან აიკიდოს, ისევე როგორც აქამდე ჰყავდა აკიდებული, ისეთი პარტიები, საიდანაც ორ პირსაც ვერ დაასახელებთ“, – განაცხადა

მისივე თქმით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის წარმოდგენის შემდეგ განვითარებული პროცესი გარკვეულწილად „უმადურობას“ ემსგავსება.

„რაც შეეხება თქვენს დამოკიდებულებას. როცა ჩვენ. უმრავლესობამ გადავდგით ეს ნაბიჯი, შემოვედით ინიციატივით, ამის შემდგომ გარკვეულწილად უმადურობაც ხომ არ არის ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. ეს პროცესი უმადურობის გამოხატულება ხომ არ არის იმიტომ, რომ აქ მე მყავს კოლეგები, მაჟორიტარები, რომლებსაც თავის მაჟორიტარულ ოლქში იმაზე მეტი ხმები აქვთ დაგროვებული, ვიდრე ახლა სჭირდება კონკრეტულ პარტიას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მანდატი მიიღოს. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პარტიების განვითარებისა თუ პარტიული სისტემების განვითარებისთვის“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ურეიტინგო და ფულზე ორიენტირებული პარტიები მთელი ამ დროის განმავლობაში ორიენტირებული იყვნენ ე.ი. საეთერო დროის დათმობაზე, არჩევნების ფინანსების გამოყენებაზე და „ჩაყვინთული“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქებაზე.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 0.04 % რეიტინგის მქონე პარტიების დანიშნულება. ამიტომ, ცხადია, როდესაც ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი და მაჟორიტარების უმრავლესობა ვფიქრობთ სწორედაც, ქვეყნის განვითარებისათვის და პარტიული სისტემების გაძლიერებისათვის გადავდგათ ნაბიჯი, ამ დროს ნუ დაგვაკარგვინებთ ხალისს, რომ მართლაც უარი ვთქვათ იმ შემოთავაზებაზე რომელიც გაგვაჩნია“, – ასე მიმართა კობა ლურსმანაშვილმს მამუკა კაციტაძეს, რომელმაც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული, პროპორციულ სისტემზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად