ლურჯ ავტობუსს ჯიპი დაეჯახა, რის გამოც 3 მანქანა დაიმტვრა და 1 ადამიანი დაშავდა (ფოტორეპორტაჟი )

თბილისში, აეროპორტის ტრასაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად 3 მსუბუქი ავტომანქანა და "მანის" ლურჯი ავტობუსი დაიმტვრა და ერთი ადამიანი დაშავდა. 

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს "ჯიპის ტიპის ავტომობილი ლურჯ ავტობუსს დაეჯახა. შედეგად კი ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად