Lulu-ს ჰიპერმარკეტების კატარის ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და ყურის რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ქსელების კომპანია Lulu Hypermarket-ის მრავალთვიანი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, Lulu-ს ჰიპერმარკეტების კატარის ქსელში ქართული პროდუქცია განთავსდა.

ა.წ. 9 ივნისიდან ქ. დოჰასა და კატარის სხვა ქალაქებში არსებულ Lulu Hypermarket-ის 14 სავაჭრო ობიექტში კატარელ მომხმარებელს შეეძლება სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქტების შეძენა. მინერალური წყალი, ორგანული წვენები, ჩაი, ყავა, კომპოტი, ჩირი, შოკოლადი – ამ და სხვა მზა პროდუქციასთან ერთად, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ქსელში განთავსდა ქართული სეზონური ხილი და ქართული ცხვრის ხორცი.

ქართული პროდუქციის Lulu-ს ქსელში განთავსების აღსანიშნავი ღონისძიება, სლოგანით „ქართული პროდუქტების ფესტივალი 2021“ (Georgian Food Festival 2021), საზეიმო ვითარებაში გახსნეს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და Lulu Group International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალტაფმა.

ხსენებული ფესტივალის ფარგლებში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, Lulu Hypermarket-ის სავაჭრო ობიექტებში განხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები კატარულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...