ლუხუმ ჩხვიმიანმა და ჯაბა პაპინაშვილმა პირველი შეხვედრები მოიგეს (ვიდეო)

60 კგ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრები გამართეს ლუხუმ ჩხვიმიანმა და ჯაბა პაპინაშვილმა

მე-5 ნომრად განთესილმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (N13, 2851 ქულა) სირიელ მოჰამად აკაშს (N153, 142 ქულა) იპონით მოუგო, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა (N42, 1016 ქულა) ასევე იპონით, ფრანგ ველიდ ხიარს (N41, 1107 ქულა).

მერვედფინალში ლუხუმ ჩხვიმიანი აზერბაიჯანელ დაუდ მამადოვს (N209, 56 ქულა), ხოლო ჯაბა პაპინაშვილი მე-3 ნომრად განთესილ ესპანელ ხორხე გარიგოსს (N8, 3617 ქულა). ეს უკანასკნელი ახლახანს პარიზის გრან სლემზე თემურ ნოზაძესთან დამარცხდა.

66 კგ წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ გიორგი გუგულაშვილი მეთექვსმეტედფინალში მე-4 ნომრად განთესილ სლოვენიელ ანდრიან კომბოსს (N8, 3431 ქულა) შეხვდა და მეორე წუთის მიწურულს გაშვებული ვაზარით დამარცხდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...