ლუხუმ ჩხვიმიანი: ოქროს მედალი – უბრალოდ დაუჯერებელია

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა საკუთარ თავს უჩქმიტა, რათა დარწუნებულიყო, რომ ყველაფერი ცხადში ხდებოდა და არა სიზმარში, – ვკითხულობთ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე

საიტის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუხუმ ჩხვიმიანმა განაცხადა:

“მიჭირს გადმოგცეთ ჩემი ემოციები. ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. გახდე მსოფლიო ჩემპიონი ტოკიოშიი, იაპონიაში, ძიუდოს სამშობლოში და ლეგენდარულ ბუდოკანში (1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სპეციალურად აგებული დახურული არენა ძიუდოისტების შეჯიბრებისთვის – “აიპრესი”) – ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იაპონიაში გამომგზავრების წინ მე ნებისმიერი ფერის მედალზე ვიყავი თანახმა. ოქრო უბრალოდ დაუჯერებელია. ეს ოცნება იყო”. – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, მისცემს თუ არა მის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი  საქართველოს ნაკრებს დამატებით სტიმულს, მან დადებითი პასუხი გასცა, თუმცა კვლავ მოკრძალებული დარჩა.

“საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია. ჩვენ გუნდში არიან ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები. აქ, ტოკიოში, ჩვენი ძიუდოისტები ყველა წონით კატეგორიაში ტოკიოში მედლების მოპოვების პრეტენდენტები არიან. მე წარმატებას ვუსურვებ ჩემ მეგობრებს.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...