ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალშია, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა (ვიდეო)

დღეს, დილით, ტოკიოში ძიუდოში მსოფლიო პირველობა დაიწყო. შეჯიბრების პირველ დღეს ტატამზე 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვიდნენ.

კარგად დაიწყო ასპარეზობა ლუხუმ ჩხვიმიანმა. მან საკვალიფიკაციო შეხვედრაში ჰონკონგელ იუ ლონგ ლაის სძლია იპონით, შემდეგ ესპანელ ფელიპე გარიგოს და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს, ორივეს ოქროს დროში აღებული ვაზარით მოუგო და პულის ნახევარფინალში უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა იპონით. პულის ფინალში ლუხუმ ჩხვიმიანი ტაიპეელ იუნგ ვეი იანგს შეხვდა. ტაიპეელმა ჩხვიმიანთან შეხვედრამდე შეჯიბრებას ერთ-ერთი ფავორიტი, რუსი მშვიდობაძე, ფრანგი ლუკა მხეიძე და უზბეკი დიორბეკ უროზბოევი დაამარცხა. ლუხუმ ჩხვიმიანმა მიერ აღებული ვაზარი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ნახევარფინალში ლუხუმ ჩხვიმიანი მასპინძელ რუიჯუ ნაგაიამას შეხვდება.

ტურნირზე მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ამირან პაპინაშვილი პირველ შეხვედრაში ეკვადორელ პრესიადო ლენინს შეხვდა და ერთ წუთსა და 11 წამში დასცა იგი იპონზე. მეორე შეხვედრაში პაპინაშვილმა ბელგიელი იორე ვერსტრატენი ასევე ვადაზე ადრე დაამარცხა.ნახევარფინალისთვის შეხვედრაში ყაზახ გუსმან კირგიზბაიევთან კი გაშვებული ვაზარის გაქვითა ვერ შეძლო, დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად