ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია! (ვიდეო)

ეს წუთია ტოკიოში დასრულდა ფინალური შეხვედრა 60კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შორის

ლუხუმ ჩხვიმიანმა უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხადა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე ლუხუმ ჩხვიმიანმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ჰონკონგელ იუ ლონგ ლაის სძლია იპონით, შემდეგ ესპანელ ფელიპე გარიგოსს და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს, ორივეს ოქროს დროში აღებული ვაზარით მოუგო, პულის ნახევარფინალში უკრაინელი არტიომ ლესიუკი დაამარცხა იპონით, პულის ფინალში ტაიპეელ იუნგ ვეი იანგი დაამარცხა ვაზარით, ნახევარფინალური შეხვედრა კი მასპინძელ რუიჯუ ნაგაიამაწს ოქროს დროში იპონით მოუგო.

ლუხუმ ჩხვიმიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეოთხე ქართველი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალს დაუფლა. სულ ქართველ ძიუდოისტებს კი მსოფლიო ჩემპიონატზე რვაჯერ აქვთ მოპოვებული ოქროს მედალი

თენგიზ ხუბულური (95კგ) 1979,1981
ამირან ტოტიკაშვილი (60კგ) 1989
კობა კურტანიძე (95კგ) 1989

ირაკლი ცირეკიძე (90კგ) 2007
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) 2014
გურამ თუშიშვილი (+100კგ) 2018

ლუხუმ ჩ ხ ვ ი მ ი ა ნ ი (60კგ) 2019

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად