ლუხუმ ჩხვიმიანი ძიუდოს გრან პრის ოქროს მედლის მფლობელია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე, -60 კგ წონით კატეგორიაში, ქართულ ფინალში ამირან პაპინაშვილისა და ლუხუმ ჩხვიმიანის დაპირისპირება შედგა და ლუხუმ ჩხვიმიანის გამარჯვებით დასრულდა

ჩხვიმიანმა პაპინაშვილი ორი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედალს  დაეუფლა. შესაბამისად, ვერცხლის მედალი ამირან პაპინაშვილს ერგო. 

ოქროს მედლისთვის იჭიდავებს კიდევ ერთი ქართველი, ლაშა გიუნაშვილი -66 კგ წონით კატეგორიაში. მისი მეტოქე მონღოლი დავაადორია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად