ლუკაშენკომ ევროკავშირსა და აშშ-ს ნაძირლები უწოდა

ასეთი განცხადება, ბელარუსულ პორტალ TUT. BY-ის ცნობი, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რომან გოლოვჩენკოს მოხსენების მოსმენის შემდეგ გააკეთა

პრემიერ-მინისტრ რომან გოლოვჩენკოს COVID19-თან დაკავშირებულ სიტუაციაზე მოხსენების მოსმენის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა ბელარუსი მარტო დატოვა კორონავირუსის წინაამდეგ ბრძოლაში.

„უკანასკნელი ნაძირლები არიან ეს ევროპელები და ამერიკელები. ისინი აბსოლუტურად არაფრით არ დაგვეხმარნენ ჩვენ”, – ციტირებს TUT. BY ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს.

პორტალს იქვე ბელარუსში ევროკაშირის წარმომადგენლობის მიერ მიწოდებული ინფორმაციას აქვეყნებს.

ბელარუსში ევროკავშირის წარმომადგებლობის მიერ პორტალისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა ბელარუსს პროექტ „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის” ფარგლებში 5,3 მლნ დოლარის სხვადასხვა დამცავი საშუალებები მიაწოდა.

TUT. BY-ის ცნობით ბელარუსს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის ფარგლებშიც აქვს გაწეული დახმარება.

პორტალი აღნიშნავს აგრეთვე პოლონეთის მიერ ბელარუსისთვის გაწეულ ყველაზე დიდი ჰუმანიტარულ დახმარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...