ლუკაშენკომ ბელარუსში აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენება კანონით დაუშვა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს “სუვერენიტეტისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ კანონების ცვლილებას”.

ამ ცვლილებების მიხედვით,  ბელარუსში „მასობრივი არეულობის“ შემთხვევაში საგანგებო მდგომაროების გამოცხადება კანონით შესაძლებელი იქნება.

არმიის გამოყენება, კანონის მიხედვით, შეიარაღებული ამბოხისას,  ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტით გამოწვეული არეულობისას და ასევე კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობისას დაიშვება.

კომენტარები
იტვირთება...