ლუკაშენკო ურჩევს ბელარუსებს: დილით – კვერცხი, შუადღისას – სუპი, საღამოს – ხაჭო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსებს, რომლებიც სპორტს არ მისდევენ, ურჩია, რომ კვების რაციონს მიაქციონ ყურადღება. აღნიშნულის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

"თუ სპორტისთვის დრო არ გაქვთ, მორჩით უკაცრავად და ხეთქვას", – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ ასევე ურჩია მოსახლეობას, რომ სწორად იკვებოს.

"დილით – სამი კვერცხი და ყავა შაქრის გარეშე, სადილი – ბოსტნეულის სუპი ხორცის გარეშე ან ხორცის პატარა ნაჭრით, საღამოს – ხაჭო", – განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად