ლუკაშენკო: უნდათ, რომ შხამიანი, კორონავირუსიანი ისრებით გამანადგურონ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისკენ არის მიმართული შხამიანი, კორონავრუსიანი ისრები, რომ მისი განადგურება სურთ. თუმცა, მისი თქმით, ბელარუსი ხალხი მაინც დაიცავს თავის თავს იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი აღარ იქნება ქვეყნის ლიდერი.

ლუკაშენკოს განცხადებით, ახლა უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყაზახეთის, თურქეთის, კავკასიის, რუსეთის და უკრაინის მილიონობით მაცხოვრებელი თავს ადევნებს, გაუძლებს თუ არა ბელარუსი, შეძლებს თუ არა, რომ გადაურჩეს ამ ჰიბრიდულ ომს.

“მათ ესმით, რომ თუკი ბელარუსი დაეცემა, შემდეგ მათი ჯერი დადგება. დღეს ყველა მოწამლული, კორონავირუსიანი ისრები ლუკაშენკოსკენ არის მიმართული, რათა დაამცირონ, გადაუარონ, გაანადგურონ. მაგრამ, იცოდეთ, ჩემ გარეშეც შეძლებს ბელარუსი ხალხი თავის დაცვას, რადგან იცის, რომ ბელარუსული მიწის გარდა, მას სხვა მიწა არ ექნება”, – განაცხდა ალექსანდრ ლუკაშენკომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ბელარუსებს სხვაგან ადგილი არსად აქვთ – “არც ავსტრალიაში, არც შტუტგარტში”, რომ “მათ ოფშორებშიც არ აქვთ ფული”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად