ლუკაშენკო: თუ უკრაინაში სისხლისღვრას არ შევაჩერებთ, სამყარო ომში გაეხვევა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, გაეროს 70-ე სესიაზე, უკრაინის აღმოსავლეთ მხარეში, დონბასში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას "ძმათამკვლელი ბრძოლა" უწოდა, – აღნიშნულის შესახებ nv.ua წერს.

"უკრაინის კრიზისი… თუ ევროპაში სისხლისღვრას არ შევაჩერებთ, ამ ძმათამკვლელ ბრძოლას და კონფლიქტის ესკალაციას დავუშვებთ, მაშინ მთელი ცივილიზებული სამყარო ამ ომში გაეხვევა", – აღნიშნა ლუკაშენკომ გაეროს სესიაზე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი არ მოგვარდება, სამყარო "კიდევ ერთ ნაბიჯს გადაგამს გლობალური კონფლიქტისაკენ, აგრეთვე, შეიძლება ახალი მსოფლიო ომისაკენაც კი, რომელიც უკვე ცივილიზებულ და განვითარებულ სამყაროში მოხდება".

კომენტარები
იტვირთება...