ლუკაშენკო: შემიძლია, რომ ვიყო შუამავალი მაკრონსა და მუსლიმებს შორის, რადგან მე მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს შესთავაზა შუამავლობა მუსულმანებთან ურთიერთობაში. მან ასეთი განცხადება გააკეთა მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტ ბენიამინთან შეხვედრაზე. იუწყება სააგენტო BelTA.

“მუსლიმებს არასდროს შეუქმნიათ ჩვენთვის პრობლემები. მე ხშირად ვამბობ, რომ მუსლიმებმა ყველა არჩევნებში თითქმის 100%-ით დაუჭირეს მხარი ბელარუსის ხელისუფლებას და მე, როგორც პრეზიდენტს. რაც შეეხება მაკრონს, იქნებ მას უბრალოდ შუამავლობა სჭირდება მასსა და მუსლიმებს შორის? მე შემიძლია აქ დავეხმარო მას, რადგან მუსლიმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად