ლუკაშენკო: რუსეთთან საერთო ვალუტის შექმნის წინააღმდეგი არ ვართ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთთან ქვეყანამ შესაძლოა ერთიანი ვალუტა შექმნას. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ როგორ ხედავს იგი რუსეთთან ერთობლივ განვითარებას. ამაზე საპასუხოდ, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შესრულდეს ის პუნქტები, რომლებიც შეთანხმებაშია გაწერილი. მისი თქმით, ბელარუსული მხარე მათგან ყველას ასრულებს.

ლუკაშენკოს თქმით, მოკავშირე სახელმწიფოს შექმნის ფარგლებში, აგრეთვე შესაძლებელია, რომ შეიქმნას ერთობლივი ვალუტა, თუმცა იგი უნდა იყოს ნეიტრალური.

“წინააღმდეგი არ ვართ, რომ შეიქმნას ერთობლივი ვალუტა, უბრალოდ იგი უნდა იყოს ნეიტრალური. ეს არც ბელარუსული რუბლი უნდა იყოს და არც რუსული”, – აცხადებს ლუკაშენკო.

​მისი თქმით, რჩება მხოლოდ ის საკითხი გასარკვევი, თუ სად იქნება ემისიის ცენტრი და ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად