ლუკაშენკო: რუსეთთან ან უკრაინასთან ერთად შეგვიძლია, ზაფხულის ოლიმპიადას ვუმასპინძლოთ

„ბელარუსს, რუსეთთან ან უკრაინასთან ერთად საზაფხულო ოლიმპიადის მასპინძლობა შეუძლია“, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალესანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ობიექტები, რომლებიც მზად არის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისათვის.

„რუსეთში მთელი ინფრასტრუქტურა ფეხბურთზეა მორგებული. მარტივად შეგვიძლია მათთან ერთად ვუმასპინძლოთ ოლიმპიადას, საერთოდ აქ, ბელარუსში, რუსეთთან ან უკრაინასთან ერთად, შეგვიძლია საზაფხულო ოლიმპიადა ჩავატაროთ. სწორედ მათ აქვთ ის ობიექტები, რომლებიც ჩვენ გვაკლია“, – აცხადებს ლუკაშენკო.

პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე აქვს მასშტაბური სპორტული ფორუმების მასპინძლობის გამოცდილება და რომ ქვეყანა სამომავლოდ, ლატვიასთან ერთად, ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...