ლუკაშენკო რუსეთს ტრანზიტული ნავთობის წართმევით ემუქრება

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ბელარუსს ნავთობის არასაკმარისს რაოდენობას მიაწვდის, მინსკი მის ტრანზიტული მილიდან ამოღებას დაიწყებს.

„არავინ დამიშანტაჟებია, უბრალოდ ვამბობ, რომ თუკი რუსეთიდან ნავთობი საკმარისი ოდენობით არ იქნება მოწოდებული, მაშინ ჩვენ მის სატრანზიტო მილიდან ამოღებას დავიწყებთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს თქმით, ამ ეტაპზე, ბელარუსის გავლით დასავლეთისკენ 70 მილიონი ტონა ნავთობი გადის. მისი განცხადებით, მინსკთან ჯერ კიდევ არ არის გარკვეული სიტუაცია მილსადენ „დრუჟბაში“ ნავთობის დაბინძურებასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, თუკი თებერვალში არ მოგვაწვდიან, 2 მილიონ ტონამდე ამოვიღებთ“, – აცხადებს ლუკაშენკო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად