ლუკაშენკო: მზად ვართ, რაკეტების განლაგების შესახებ პოლიტიკური დეკლარაცია შევიმუშავოთ

ბელარუსი მზადაა, საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგების შესახებ მრავალმხრივი პოლიტიკური დეკლარაცია შეიმუშაოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო BelTA ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, შუალედური და მცირე რადიუსის რაკეტების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, აუცილებელია ქვეყნები შეიკრიბონ, მაგალითად, მინსკში.

ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიხსენა, რომ ადრე ბელორუსი საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების განლაგების მრავალმხრივი დეკლარაციის მიღების ინიციატივითაც გამოვიდა.

”ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხი წამოვაყენოთ ან თუნდაც აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტის ტექსტი შევიმუშავოთ,” – დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დეკლარაცია ხელშეკრულების მთლიანად ჩანაცვლებას ვერ შეძლებს, მაგრამ იგი ბირთვული იარაღის რეგულირების სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ადრე, გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დროს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ევროპაში საშუალო და მცირე ზომის რაკეტების განლაგების შესახებ დეკლარაციის შემუშავებისთვის მზადაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად