ლუკაშენკო: კარანტინს და კომენდანტის საათს ერთ დღეში დავაწესებთ, მაგრამ მერე რა ვჭამოთ?!

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა ფოკუსირება ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაზე უნდა მოახდინოს და არა ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში კარანტინის შემოღების შესაძლებლობაზე.

“ჩვენთან სულ ამაზე საუბრობენ: კარანტინი, კომენდანტის საათი. ეს ყველაზე მარტივია, ამას ჩვენ ერთ დღეში მოვაგვარებთ, მაგრამ მერე და უნდა ვჭამოთ?” – აცხადებს ლუკაშენკო.

​მისი თქმით, ფოკუსირება სასოფლო-სამეურნეო პრობლემებზე უნდა მოხდეს. ლუკაშენკო აგრეთვე აღნიშნავს, რომ უკვე ბევრი ქვეყნის ლიდერი საუბრობს საკვები პროდუქციის შესაძლო დეფიციტზე, უარესზე – კორონავირუსული პანდემიის დასრულების შემდეგ, შიმშილზეც კი. ამიტომ, მისი თქმით, ბელარუსში პრიორიტეტული საკითხი, ქვეყანაში გაყიდვების უსაფრთხოება უნდა იყოს.

“ნავთობი ნავთობია, მაგრამ მაგიდაზე ვერ დადებ, ხოლო გაყიდვების საკითხი, როგორც აქამდე აღვნიშნე, მკვეთრად დგას”, – აღნიშნავს ლუკაშენკო.

​აქამდე ლუკაშენკომ უკვე გააკრიტიკა უსაფრთხოების ის ზომები, რომლებსაც ქვეყნებმა, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიმართეს. კერძოდ, მან დაგმო სახლში თვითიზოლაცია. მისი თქმით, ამას სჯობს ქონიანი საკვები მიიღო, სპორტით დაკავდა და ხშირად იყო გარეთ, სუფთა ჰაერზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად