ლუკაშენკო: გლობალურ მოთამაშეებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით სარგებლობა სურთ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ გლობალურ მოთამაშეებს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციით სარგებლობა სურთ, რომ სამყარო თავისებურად გადააკეთონ და ბელარუსთან დაკავშირებითაც თავიანთი გეგმები აქვთ.

“მსოფლიო დღეს სერიოზული შოკის პირობებში ცხოვრობს, რაც ანალიზს საჭიროებს. ჩვენ თითქმის პირდაპირ ეთერში ვუყურებთ ცხოვრების ჩვეული წესის ნგრევას, პლანეტის სისტემურ კრიზისში ჩაძირვას. ამის მიზეზი კორონავირუსია, რომლითაც გლობალური მოთამაშეები სარგებლობენ და ცდილობენ სამყაროს თავისებურად გადაკეთებას. აშკარაა, რომ მათ გეგმები აქვთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის ბელარუსში”, – თქვა პარასკევს ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, “ეს პარადოქსულია, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსს აქვს პოლიტიკური წონა და სერიოზული ეკონომიკური პოტენციალი”.

“ჩვენ ცალსახად ვაფასებთ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მომხდარ მოვლენებს, როგორც არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ფერადი რევოლუციების ნიმუშების შესაბამისად,” – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ დაამატა, რომ ინფორმაცია ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ დამახინჯებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად