ლუკაშენკო დსთ-ის ქვეყნებს: უკრაინის პრეზიდენტს მხარი უნდა დავუჭიროთ

დსთ-ის ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ იგი ხელისუფლებაში დარჩეს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

„უკრაინის ახალი ხელისუფლების შესახებ საუბრის დრს მინდა მოვუწოდო მისი მხარდაჭერის შესახებ. თქვენ ხედავთ ტენდენციას, რომ უკვე ჩამოაგდოთ ეს ხელისუფლება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, თუ ვინ მოვა ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებაში“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მიმდინარე კვირაში, „მინსკის დიალოგის“ საერთაშორისო კონფერენციაზე ლუკაშენკომ ზელენსკის ნამდვილი ადამიანი, თავისი ქვეყნის პატრიოტი, სრულიად ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკოსი უწოდა, რომელსაც სურს, რომ გადაჭრას ის ევროპული პრობლემა, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად