ლუკაშენკო: დონბასის ინფრასტრუქტურის აღდგენაში მონაწილეობისთვის მზად ვართ

ბელარუსის ხელისუფლება მზად არის, დონბასის ინფრასტრუქტურის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

”ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც მშვიდობასთან დაახლოებას ხელს შეუწყობს. იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც კონფლიქტის მონაწილეებს, განსაკუთრებით უკრაინელ ხალხს სჭირდებათ ”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, კიევმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით ომი დასრულდეს.

”ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ისე, რომ ომი შეწყდეს და ეს ტერიტორია უკრაინას დაუბრუნდეს”, -აღნიშნაა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ბელარუსისა და უკრაინის მოსახლეობას ისტორიული და სულიერი კავშირები აქვთ.

”ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ერთმანეთის მხარდაჭერას… ვიცით, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვიძლია”,-განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად