ლუკაშენკო: ბელარუსმა უკრაინასთან საზღვარი ჩაკეტა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი იძულებული გახდა, უკრაინასთან საზღვარი ჩაეკეტა, რის მიზეზადაც მან იარაღის გავრცელების მოზღვავება დაასახელა. ამის შესახებ მან მინსკში, საერთაშორისო ანტიტერორისტულ კონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ იძულებული გავხდით ჩვენი ახლო ადამიანებისთვის სრულად ჩაგვეკეტა საზღვარი. სრულად. იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩრდილოატლანტიკურ ბლოკთან, რომელიც ჩვენ ყოველთვის, უძველესი დროიდან მოყოლებული ნომერ პირველ მტრად მიგვაჩნდა”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მირებული ზომები გადაკვშირებულია იარაღის გავრცელებასთან.

“იარაღის გავრცელებამ იფეთქა. და იქ, სადაც იარაღი ჩვეულებრივ ადამიანებს უჭირავთ, განსაკუთრებით კი… ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანებს – ტერორიზმს უნდა ელოდო”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად