ლუკაშენკო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსული ჯარები ბელარუსში განთავსდება

მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსული ჯარები შეიძლება განლაგდნენ ბელარუსში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, იუწყება BelTA. ამავე დროს, იგი აცხადებს, რომ ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია.

ლუკაშენკომ განმარტა, რომ ჯერჯერობით ბელარუსს აქვს საკმარისი ძალები თავდაცვისთვის. “ჩვენ შეგვიძლია, საჭირო დროს 500 ათას ადამიანს დავაჭერინოთ იარაღი ხელში და ეს უკვე ძალაა. თუ არ არის საკმარისი, რუსეთის ფედერაციის მტელი შეიარაღებული ძალები შემოვა აქ. ეს არასოდეს მოხდება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ცვენ არ შევყოვნდებით,” – თქვა მან.

ამასთან, ლუკაშენკამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზების განლაგების საკითხი უმაღლეს (პრეზიდენტების) დონეზე არასდროს განხილულა.

ლუკაშენკას განცხადების საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს მინსკიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების განლაგების შესახებ მოთხოვნა არ მიუღია.

კომენტარები
იტვირთება...