ლუკაშენკო: ამიერიდან მეზობელი მხრიდან ფეხი არავინ უნდა შემოადგას, არც სამხრეთიდან, არც დასავლეთიდან

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების ძალებს დაავალა, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დაცვა გაეძლიერებინათ. ინფორმაციას სააგენტო BelTA ავრცელებს.

”ამიერიდან ბელარუსის ტერიტორიაზე მეზობელი მხრიდან ფეხი არავინ უნდა შემოადგას, არც სამხრეთიდან, არც დასავლეთიდან,” – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის მესაზღვრეებმა ლიეტუვის საზღვართან აღმოსავლური გარეგნობის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. პირველადი დახმარების აღმოჩენის დროს ის გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ლიეტუვის ხელისუფლებამ ბელარუსის ტერიტორიის გავლით აზიიდან და აფრიკიდან შემოსულ უკანონო მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა.

კომენტარები
იტვირთება...