ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ქუთაისის ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება

15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია განცხადებას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. 15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება . ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე.
შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება.“-აღნიშნულია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად