A1 ბანერი

ლუკა მოდრიჩი და სიმონა ბაილზი 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს

პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა. ამერიკელმა ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილზმა 87 ქვეყნის 359 ჟურნალისტისგან 427 ქულა მიიღო და უკან ჩამოიტოვა 335 ქულით მეორე ადგილზე გასული ჩეხი სნოუბორდისტი და მოთხილამურე ესთერ ლედეცკა.

მესამე ადგილზე 331 ქულით რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი გავიდა. კაცთა შორის საუკეთესოდ ჟურნალისტებმა მადრიდის “რეალის” ხორვატი ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი მიიჩნიეს. მან 419 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 337 ქულით სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა, მესამე ადგილი კი 290 ქულით შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა დაიკავა.. საუკეთესი გუნდად ჟურნალისტებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ფეხბურთელთა ნაკრები მიიჩნიეს. შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი France Football-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

კომენტარები
იტვირთება...