ლუკა მხეიძის ბრინჯაოს მედლით ემანუელ მაკრონთან ერთად სალომე ზურაბიშვილიც ამაყობს

დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობდნენ

60 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 2010 წლიდან საფრანგეთში მცხოვრებმა, 2015 წლიდან კი საფრანგეთის მოქალაქემ, 25 წლის ლუკა მხეიძემ.

ლუკა მხეიძის წარმატებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელ ტვოტერზე დაწერა:

ოლიმპიური თამაშები – ეს შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძე საქართველოში დაიბადა, ნატურალიზირებული ფრანგია 2015 წლიდან და ახლახან ტოკიოში საფრანგეთს პირველი მედალი მოუტანა. მასთან ერთად ამაყობს მის მიერ არჩეული ხალხი”.

საფრანგეთის პრეზიდენტის ტვიტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

„საქართველოს ამაყობს ლუკათი და მოხარულია ამ ფრანგული და ნაწილობრივ ქართული გამარჯვებით… საფრანგეთის მიწამ აგერ უკვე 100 წელია შეიფარა ქართველები”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ემანულ მაკრონის ტვიტზე.

შეგახსენებთ, რომ ამ წონით კატეგორიაში არცთუ უზადო მსაჯობის გამო უმედლოდ დარჩა ლუხუმ ჩხვიმიანი.

მათ გარდა ტოკიოში კიდევ ორმა წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ნიდერლანდელმა თორნიკე ჭკადუამ რუსი რობერტ მშვიდობაზე გამოთიშა ასპარეზობას, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა კი ყაზახ ელდოს სმეტოვთან წააგო

კომენტარები
იტვირთება...