ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ისრაელში მიმდინარეობს ძიუდოისტთა შეჯიბრება თელ-ავივის გრან პრიზე

დღეს ტატამზე 63-70კგ წონითი კატეგორიის ქალები და 73-81კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ

70კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია დანიელ ემილი სოკთან უილეთო შეხვედრაში ოქროს დროის დასაწყისში მიღებული მესამე შიდოთი დამარცხდა.

81კგ წონით კატეგორიაში მე-3 ნომრად განთესილმა ლუკა მაისურაძემ ყაზახი რუსლან მუსაევი იპონით დაამარცხა 2 წუთსა და 5 წამში, შემდეგ 3 წუთის და 4 წამში სამი შიდოთი მოახსნევინა თურქი მუჰამედ კოცი და პულის ფინალში დედით ქართველ ბერძენს, ალექსიოს ნტანაციდისს შეხვდა. შეხვედრის დასაწყიში ილეთის განხორციელების მცდელობისას ლუკა მაისურაძემ თავად დათმო ვაზარი და შემდეგ ძლივს გადაურჩა შებოჭვას. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ დროში მაისურაძის მცდელობას, გამოესწორებინა მდგომარეობა, შედეგი არ მოჰყოლია და იგი რეპეშაჟში გადავიდა.

რეპეშაჟის პირველი შეხვედრა ლუკა მაისურაძემ რუს ტურპალ ტერკაევთან გამართა და ოქროს დროში მეტოქის მიერ მიღებული მესამე შიდოს გამო გამარჯვებულად გამოცხადდა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ლუკა მაისურაძე თურქეთელ ქართველს, 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორ ვედათ ალბაირაქს (იგივე ადრე საბერძნეთის სახელით მოასპარეზე რომან მუსტოპულოსი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებული გორელი ძიუდოისტის, გიორგი რევაზიშვილის შვილი ვანო რევაზიშვილი) შეხვდება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად